კადეტებისათვის პრაქტიკული სამხედრო-საველე სწავლება დაიწყო

16-06-2022 15:58:08 თავდაცვა ,რეკლამა

პირველი და მეორე სასწავლო კურსების კადეტებისათვის, ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად, პრაქტიკული სამხედრო-საველე სწავლება დაიწყო.

კადეტები დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსზე მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ. ისინი გეგმის შესაბამისად ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის სამხედრო დავალებებს შეასრულებენ. სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ლიცეუმის, ასევე, სხვადსხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები. სასწავლო პროგრამა მრავლადაა დატვირთული სპორტული და სახალისო შეჯიბრებებით.

სწავლებების პარალელურად დაგეგმილია კადეტთა ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის ბაზებზე, საავიაციო ქარხანაში, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.

სამხედრო-საველე სწავლებებს ხელმძღვანელობს დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი მაიორი ირაკლი დეისაძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები