Accentnews.ge
ლიცეუმს “STEM” პროფესორი დავით სონღულაშვილი სტუმრობდა

ლიცეუმს “STEM” პროფესორი დავით სონღულაშვილი სტუმრობდა

24/06/2022 12:00:18 თავდაცვა, რეკლამა

დღეს ლიცეუმში “STEM” მიმართულების განვითარების მიზნით, სტუმრად იმყოფებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი.

პროფესორ დავით სონღულაშვილს ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვაჟა ჭელიძემ უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა ლიცეუმის საბუნებისმეტყველო საგნებისა და რობოტექნიკის მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე, დაიგეგმა ლიცეუმის მასწავლებლების ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირების ლაბორატორიაში.

პროფესორ დავით სონღულაშვილის ვიზიტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბატონ ბერიკა შუკაკიძის ხელშეწყობით განხორციელდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეების შესაბამისად ლიცეუმის მასწავლებელთა გადამზადებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის “STEM” მიმართულების, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S