
მელიტოპოლში სამხედრო ბაზაზე იერიშს 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც – ქალაქის მერი
05/07/2022 17:20:43 ევროპა
უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად, ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, 200-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა,- იუწყება მედიაა მელიტოპოლის მერ ივან ფედოროვზე დაყრდნობით.
მერის ცნობით, მტრის ბაზაზე განადგურებულია ყაზარმები, მიმდებარე შენობები, საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების საწყობები.
მანამდე მელიტოპოლში რუსეთის ოთხი სამხედრო ბაზის გნადგურების შესახებ გახდა ცნობილი. 3 ივლისს ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც მტრის სამხედრო ბაზა, აღარ არსებობს – ის უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.