Accentnews.ge
რა გახდა #51 სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი

რა გახდა #51 სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი

20/05/2019 20:01:12 სხვა, სამართალი

დღეს 51-ე სკოლის მე-12 კლასელებსს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც "რუსთავი 2"–მა გაარკვია, დაპირისპირების მიზეზი ქუჩური გარჩევის თემაზე მომზადებული ბოლო ზარის ვიდეოკლიპი გახდა. სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი მათ თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს. ახალგაზრდებმა სკოლის უკანა ეზოში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოზარდებს ცივი იარაღიც ჰქონდათ. აღნიშნულს უარყოფს მანდატურის სამსახური. როგორც მანდატურები ირწმუნებიან, ჩხუბის შემდეგ მოსწავლეები შეამოწმეს, თუმცა ზედაპირული დათვალიერების შემდეგ არც ერთს დანა არ ჰქონდა.

51-ე სკოლის ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო.

51-ე სკოლაში დღეს ბოლო ზარი ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძისთვის და ლევან დათუნაშვილისთვისაც უნდა დარეკილიყო. მათმა კლასელებმა სკოლის ღონისძიებაში მონაწილეობის ნაცვლად მეგობრების საფლავზე გასვლა არჩიეს.

ცნობისთვის: სარალიძე და დათუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას ემსხვერპლნენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S