Accentnews.ge
ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

05/07/2022 18:48:29 სამართალი

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს,- იუწყება ერმაკოვის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

მისი ცნობით, ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მეორე ინსტანციის სასამართლომ ერმაკოვის ბრალეულობა გაფლანგვის ნაწილში ვერ დაინახა, თუმცა, ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც ერმაკოვს უკვე მოხდილი ჰქონდა.

2019 წლის 30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი დააკავეს.

საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან იმავე წლის 24 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ერმაკოვი, ვანაძე და ლომაძე კი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

საქმე "იაფი სახლის" პროექტს ეხებოდა. ერმაკოვს პროკურატურა 1 370 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S