
შსს: "საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის – 2 და თურქეთის – 3 მოქალაქე დავაკავეთ"
05/07/2022 18:57:04 სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის – 2 და თურქეთის – 3 მოქალაქე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.