Accentnews.ge
40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენაში ჩართვის პირობა დადო

40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენაში ჩართვის პირობა დადო

05/07/2022 19:11:01 ევროპა

40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ერთად, ხელი მოაწერა ლუგანოს დეკლარაციას, რომელიც უკრაინისთვის პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს აღდგენის პროცესში.

დეკლარაცია აღდგენისა და განვითარების გეგმას ეფუძნება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ლუგანოს კონფერენციაზე წარადგინა.

"სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებმა, მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას აღდგენის გზაზე. მთელი უკრაინელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის" - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

დეკლარაცია შვიდ პრინციპზეა დაფუძნებული და ის უკრაინის აღდგენის კრიტერიუმებსა და მეთოდებს განსაზღვრავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S