
საბერძნეთში დაკავებულ ქართველ ქალს ყაჩაღობისა და ქურდობის 13 ეპიზოდს ედავებიან
06/07/2022 06:51:05 სამართალი
საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბერძენ მოხუცებს საძილე აბებს, კერძოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს აძლევდა, შემდეგ კი ქურდავდა.
ქალს ადგილობრივი მედია „ობობას“ მეტსახელით მოიხსენიებს და წერს, რომ დაკავებულს ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი.
ის 26 ივნისს, უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
საბერძნეთის პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის ქართველი ქალის მონაწილეობით ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე გახსნეს.