Accentnews.ge
"ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი" – ვაშაძე პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

"ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი" – ვაშაძე პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

06/07/2022 09:36:32 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 7 ივლისისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი „ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც სიტყვა არ ეთქმის“.

როგორც ვაშაძე ამბობს იმიტირებულ პროცესში ჩართვას არ გეგმავს, დაუშვებს მხოლოდ ერთ გამონაკლისს – რიგგარეშე სესიაას დაესწრება მოწვევის შემთხვევაში, რისი მოლოდინიც არ აქვს.

„რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. ეს ხალხი იყო მოსული, რომ დაწყებულიყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ხელისუფლებიდან, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვართ გაცილებით მეტნი ამ ქვეყანაში, ვიდრე ФСБ - ის მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია იმის, რომ გავიმარჯვებთ"- განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, "სტრატეგია აღმაშენებელი" ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის ის 90%, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის".

ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის "მშვიდობიანი და ზემწვავე პროტესტი".

დანარჩენი პარტიების პოზიცია დღის მეორე ნახევარში – ერთმანეთთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S