Accentnews.ge
ადვოკატი – ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე: "საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს"

ადვოკატი – ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე: "საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს"

07/07/2022 09:44:38 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ივანიშვილი დასავლურ სანქციებს დაექვემდებაროს.

"ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად განიხილავთ იმ შესაძლებლობას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, ადვოკატმა შემდეგი განაცხადა:

"საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს".

უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სანქციების დაწესებას განიხილავენ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის და არა “ქართველი ხალხისთვის”.

როგორც მან დღეს აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკ მაკფოლმა სანქციებზე საუბრისას სწორედ ეს იგულისხმა.

ამასთან, დღეს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ MKD–მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.

კომპანიის განცხადებით, ივანიშვილს აქვს ეჭვი, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

6 ივლისს მაიკ მაკფოლმა განაცხადა, რომ ემაკი-მაკფოლის ჯგუფი იწყებს მსჯელობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის. თუმცა მაკფოლს არ დაუკონკრეტებია კონკრეტული პირები, ვისი სანქცირების საკითხი შეიძლება, განიხილონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S