Accentnews.ge
22 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს

22 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს

07/07/2022 15:41:50 სამართალი

22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, პოლიციამ 7 ივლისს იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამატებით ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში 30 ივნისს დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ იგი დაკარგულად ითვლებოდა.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) პირველ ივლისს დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S