Accentnews.ge
"ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა"

"ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა"

08/07/2022 06:29:51 პოლიტიკა

ივანიშვილი ხელისუფლებაში ამ ე.წ. ქველმოქმედებამ მოიყვანა და ქვეყანას 10 წელი სწორედ ამ „ქველმოქმედებით“ მოჰპარა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, თუ ვინმეს მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდპანდემიის დროს ქვეყნის მიერ აღებული 3 მილიარდი ვალი გადაფაროს.

„ნურავის ნურაფერს აყვედრიან. მითუმეტეს, ბიუჯეტიდან იმდენი წაიღეს და ჯერ კიდევ იმდენი მიაქვთ... ვინმეს თუ მართლა ქველმოქმედება უნდა, კოვიდის დროს ქვეყანამ 3 მილიარდი ვალი რომ აიღო, ის გადაფაროს, ჩვენი შვილების გადასახდელი, რომ არ გახდეს. მოკლედ, დაასრულეთ ეს უსინდისო ვაჭრობა, თორემ შემოდგომაზე ხალხის პასუხს მიიღებთ", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S