Accentnews.ge
"უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც დეზინფორმაციას იმეორებენ"

"უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც დეზინფორმაციას იმეორებენ"

08/07/2022 16:19:34 პოლიტიკა

ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას,– ასე ეხმიანება საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი მმართველი გუნდიდან ფორმალურად გასული დეპუტატის მიერ დღეს შემოთავაზებულ შეთქმულების მორიგ თეორიას და სვამს კითხვას, „რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილს და დეზინფორმაციას?“.

კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და გაიმეორა ისიც, რომ არავინ ითრებს საქართველოს ომში.

„წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. მას ნამდვილად არ ესმის, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. მათ აქვთ კონსტიტუციური მანდატი, დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როცა ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე ითქვა, რომ ტყუილია: შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის ძალისხმევის გაწევის სურვილი.

ვფიქრობ, პრემიერმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილს და დეზინფორმაციას?“,– განუცხადა ჟურნალისტებს დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S