Accentnews.ge
ოკუპანტები ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს წვავენ

ოკუპანტები ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს წვავენ

08/07/2022 18:31:05 ევროპა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს,- ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, რუსეთის სასტიკი ომის გამო, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი „შიმშილის წინაშე აღმოჩნდება".

„რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. გაიხსენეთ ეს სურათი ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ამბობენ, რომ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო", - წერს ნიკოლენკო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S