Accentnews.ge
რეზნიკოვმა ისაუბრა, რამდენი მებრძოლი იცავს უკრაინას

რეზნიკოვმა ისაუბრა, რამდენი მებრძოლი იცავს უკრაინას

08/07/2022 18:51:29 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, სადღეისოდ მილიონზე მეტი ფორმაში ჩაცმული ადამიანი უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებქას და მოუწოდა ბიზნესს, აქტიურად შეუერთდნენ მათ მხარდაჭერას და ინვესტიციები განახორციელონ უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორში.

მისი თქმით, დღეისათვის მობილიზაციაში ჩართულია შეიარაღებული ძალების 700 000-მდე სამხედრო, ეროვნული გვარდიის - 90 000-მდე, 60 000–მდე მესაზღვრე და 100 000–მდე პოლიციელი.

რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინა გახდა ერთგვარი საწვრთნელი მოედანი, სადაც გამოიყენება ახალი ტიპის იარაღი და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

„დღეს ეს არის უზარმაზარი საცდელი მოედანი, სადაც ჩატარდება კვლევები. ეს ნიშნავს, რომ აქ მოთხოვნადი იქნება ტექნოლოგიური საშუალებები, ინოვაციური გადაწყვეტილებები და წინადადებები. ამიტომ, ერთობლივი საწარმოების ფორმირება უკვე რეალური მოთხოვნაა, თუნდაც ისინი პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განთავსდნენ, მაგრამ უკრაინისთვის, ასევე დასავლეთ უკრაინაში, დაცულ ადგილებში“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს უკრაინისთვის ნატოსთან თავსებადი თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე - ეს არის არტილერია, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა და ყველა მათგანს დასჭირდება შეკეთება– აღდგენა. ამდენად, აქტუალურია მონაცემთა ბაზების შექმნა სათადარიგო ნაწილების, სხვადასხვა კომპონენტების აღჭურვილობისა და ტყვიის ქარხნის აღდგენისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S