Accentnews.ge
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  სასამართლო სხდომა ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" გადაიდო

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  სასამართლო სხდომა ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" გადაიდო

11/07/2022 08:33:50 სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომა ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" 1 აგვისტომდე გადაიდო.

დღევადელ სხდომაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ ბრალდებულს შეეთავაზა როგორც დარბაზში მოსვლით, ისე დისტანციურად ჩართვა სასამართლო პროცესში. პასუხად სასამართლო იმ კლინიკისგან, რომელშიც სააკაშვილი მკურნალობს, მიიღო წერილი, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, სჯობს მან სასამართლოში პროცესში არ მიიღოს მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებს ორ თვეზე მეტია ვერ ესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი მკურნალობისთვის სამოქალაქო კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი, თუმცა მისი ოჯახი და თანაგუნდელები თვლიან, რომ იქ სათანადო მკურნალობა არ უტარდება და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S