Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: "დღეს გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა"

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: "დღეს გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა"

11/07/2022 10:28:13 სამართალი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, "დღეს გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა".

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ჭეიშვილმა.

მოგვიანებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორამცია, რომლის თანახმად, უწყებამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო

მისი ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე​ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა სუიციდი განახორციელა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S