
ლიეტუვა–პოლონეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
12/07/2022 06:05:53 ევროპა
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, პოლონეთი-ლიეტუვის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მას ერაყიდან 15 ადამიანის არალეგალურად გადაყვანას ედავებიან.
27 წლის კაცი სასაზღვრომ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა. ავტომობილს პოლონური სანომრე ნიშნები ჰქონდა, თუმცა შემოწმების შემდეგ მესაზღვრემ აღმოაჩინა, რომ მანქანაში მყოფი პირების ერთადერთი საბუთი - ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის მოწმობა იყო.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ყველა ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ერაყის მოქალაქეები შესაბამისი პროცედურების შემდეგ ლიეტუვის მხარეს რეადმისიის ფარგლებში გადასცეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.