Accentnews.ge
უკრაინასთან ომში ბელარუსის უშუალო ჩართვის ალბათობა კვლავ დაბალია – ISW

უკრაინასთან ომში ბელარუსის უშუალო ჩართვის ალბათობა კვლავ დაბალია – ISW

12/07/2022 06:42:05 ევროპა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბელარუსის მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის პასუხად, უკრაინაში რუსეთის დახმარებას ცდილობს პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშე.

ცენტრის ექსპერტთა ცნობით, ლუკაშენკო რუსეთს კვლავაც აძლევს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას, ამით ნომინალურ მხარდაჭერას გამოხატავს და არ რისკავს ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირდაპირ ჩართვას.

ISW აღნიშნავს, რომ უკრაინასთან ომში ბელარუსის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ისევ დაბალია იმ ზეგავლენის გამო, რომელიც ასეთ შემთხვევაში ემუქრება ლუკაშენკოს რეჟიმის სტაბილურობას.

3 ივლისს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“-მ გაავრცელა ლუკაშენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ბრძოლაში ეხმარება, რადგან სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში დიდი ხანია შექმნილი აქვთ შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება და ფაქტობრივად, საერთო არმია. ლუკაშენკას თქმით, მას დიდი ხანია განსაზღვრული აქვს „სპეცოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S