Accentnews.ge
"მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე გავლენის მცდელობისგან"

"მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე გავლენის მცდელობისგან"

12/07/2022 10:15:39 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ „გავლენის მოხდენის მცდელობისგან საქართველოს სასამართლოზე“.

„გალერის განცხადების სარჩული რა იყო? – თითქოს კონკრეტული მოსამართლეები როგორც წესი, რაღაც გავლენის ქვეშ არიან და ამ გადაწყვეტილების დროს, ამ პროცესში ამ გავლენიდან გამოვიდნენ. თავის მხრივ, ეს არის ამ მოსამართლეების შეურაცხყოფა და ამავე დროს არის მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის პირველი სხდომა თბილისის საააპელაციო სასამართლოში 19 ივლისს ჩაინიშნა. "ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს", – ასე მიმართავს ევროპარლამენტარი მაკლ გალერიმთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკ. გვარამიას საქმის მოსამართლეებს.

ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S