
მოსკოვის ცენტრში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩოს“ არემონტებენ
04/10/2019 09:23:50 კონფლიქტები
დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები მე–19 საუკუნის შენობაში, რომელშიც რუსეთში, მოსკოვის ცენტრში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩო“ განთავსდება. როგორც ე.წ. საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, სამუშაოები ნოემბრის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს, „საელჩო“ კი მასში წლის ბოლომდე ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ეს შენობა ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად არის აღიარებული და ცნობილია, როგორც პოპოვისა და ელაგინის საქალაქო რეზიდენცია. საბჭოთა დროს მასში კომუნალური ბინები იყო განთავსებული და ამ დროისთვის შენობა სერიოზულ რესტავრირებას საჭიროებდა. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 842კვ. მ. შეადგენს.