Accentnews.ge
21 – 23  მაისის ამინდის პროგნოზი

21 – 23 მაისის ამინდის პროგნოზი

21/05/2019 03:37:37 სხვა, საზოგადოება

საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება. თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S