Accentnews.ge
ჩასოვ იარში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

ჩასოვ იარში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

12/07/2022 16:44:32 ევროპა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ ჩასოვ იარში განადგურებული სახლის ნანგრევებიდან 43-ე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ 12 ივლისს განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა.

"5 სართული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ქალაქ ჩასოვ იარში 43-ე დაღუპულის ცხედარი იქნა ამოღებული, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის ცხედარია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

9 ივლისის საღამოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დანადგარ "ურაგანიდან" ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ჩასოვ იარის საცხოვრებელ კორპუსს, რომლის ორის სადარბაზო მთლიანად განადგურდა. ხოლო ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანი აღმოჩნდა. მაშველებმა შეძლეს ცხრა ადამიანის გადარჩენა.

მოსკოვი, მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს არ უშენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S