Accentnews.ge
უკრაინის ავიაციამ 1700 ჯგუფური დარტყმა განახორციელა ოკუპანტების წინააღმდეგ – საჰაერო ძალები

უკრაინის ავიაციამ 1700 ჯგუფური დარტყმა განახორციელა ოკუპანტების წინააღმდეგ – საჰაერო ძალები

12/07/2022 20:24:05 ევროპა

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის საჰაერო ძალებმა 1700 ჯგუფური საჰაერო დარტყმა განახორციელეა ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე, საწყობებზე, აღჭურვილობას და ცოცხალ ძალაზე,– განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა.

საჰაერო ძალებმა 1700 ჯგუფური საჰაერო დარტყმა განახორციელეა ფრონტის ხაზზე

მისი თქმით, სუ-25 და სუ-24–ები, სახმელეთო ჯარების ვერტმფრენების მხარდაჭერით, აგრძელებენ საჰაერო მხარდაჭერას სახმელეთო ძალებისთვის ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ მტერმა დიდძალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოუყარა თავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება მიმდინარე დღეს, როგორც სპიკერმა აღნიშნა, საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის საბრძოლო მასალა სამხრეთ ბაგის მიმართულებით; უკრაინის მოიერიშე და ბომბდამშენებმა ხელი შეუშალეს ოკუპანტების მიერ იარაღის და ტექნიკის თავმოყრას იზიუმისა და დონეცკის მიმართულებით; განადგურდა საოკუპაციო ჯარების 30–მდე ტექნიკა.

ამასთან, საჰაერო ძალების ცნობით, 12 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, რუსმა დამპყრობლებმა შავი ზღვიდან სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ოდესის ოლქის სანაპირო ზონის გასწვრივ, თუმცა რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარები აგრძელებენ საჰაერო სივრცის კონტროლს, ოკუპანტების თვითმფრინავებს დისტანციაზე იჭერენ. დღის განმავლობაში განადგურდა ერთი საჰაერო სამიზნე - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც მტერი დაზვერვას ახორციელებდა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S