Accentnews.ge
ცხინვალი დრონების შესყიდვას გეგმავს

ცხინვალი დრონების შესყიდვას გეგმავს

13/07/2022 15:13:30 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო რუსეთისგან უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ ფუხაევმა განაცხადა.

"ამჟამად ტარდება თანამედროვე პირობებში ბრძოლის წარმოების ტაქტიკის ანალიზი, მათ შორის - სირიის, მთიანი ყარაბაღის, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მაგალითებზე. ვხედავთ, რა როლს ასრულებენ ამ ბრძოლებში დრონები. ამდენად, ვგეგმავთ, დავნერგოთ ისინი ჩვენს ყველა საბრძოლო ქვედანაყოფში. უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება რუს მწარმოებლებთან უპილოტო საფრენი აპარატების მოწოდებასა და პროფილურ პროექტებზე ერთობლივ მუშაობაზე. ტარდება პირად შემადგენლობასთან თეორიული და პრაქტიკული მეცდადინეობების კომპლექსი. საწყის ეტაპზე დაგეგმილია დრონების გამოყენება სადაზვერვო საქმიანობაში, ცეცხლის კორექტირებასა და ქვედანაყოფების მართვაში», – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის ხელისუფლება ხშირად ადანაშაულებს ქართულ მხარესა და თბილისის დასავლელ პარტნიორებს "უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო სივრცის დარღვევაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S