Accentnews.ge
დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი თავდებობით გაათავისუფლეს

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი თავდებობით გაათავისუფლეს

13/07/2022 18:30:51 სამართალი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა.

დაკავებულის ადვოკატის კახაბერ მუმლაძის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების საფუძველი დავით ბერძენიშვილის პოზიცია და გია გაჩეჩილაძის მოძრაობა აი ია-ს თავდებობა გახდა.

ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს 6 ივნისს დაესხნენ. მიზეზი რამდენიმე დღით ადრე ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებული განცხადება იყო.

პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

თავდამსხმელ ირაკლი ხომასურიძეს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S