
ბორელი: "ევროპელებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე"
14/07/2022 05:17:59 ევროპა
ევროკაშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროპელებმა მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე და უპირველეს ყოვლისა – უკეთესად, ანუ ერთად, რადგან სჭირდებათ უფრო მეტად დისლოცირებადი და თავსებადი ძალები, რომლებიც მზად არიან, მოაგვარონ საფრთხეებისა და რისკების სრული სპექტრი.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი გაზრდის შესახებ, მისასალმებელია, თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ განვითარებაზე და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი ფუჭად დიხარჯება“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ერთობლივი შესყიდვა არა მხოლოდ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დღის წესრიგს ემსახურება, ასევე აუცილებელია ნატოს მოკავშირეებისთვის, რათა დაიცვან ევროპა რუსეთის საფრთხისგან.