Accentnews.ge
ფრონტზე ვითარება მწვავდება - გაიდაი

ფრონტზე ვითარება მწვავდება - გაიდაი

14/07/2022 06:03:45 ევროპა

რუსი ოკუპანტები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ ლუგანსკის რაიონის დასახლებებზე და წინ მიიწევენ,– იუწყება ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

„ფრონტზე ვითარება, რამდენიმედღიანი შედარებით შესუსტების შემდეგ, კვლავ მწვავდება.მტერა 12 სარაკეტო და საჰაერო დარტყმა მიაყენეს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების საზღვარზე მდებარე დასახლებულ პუნქტებს. არტილერიით და ნაღმტყორცნებით მასიური დაბომბვა გრძელდება, გამოყენებულია მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

მისი თქმით, ამჟამად რუსები შეტევას ახორციელებენ ზემო კამენსკოეს მიმართულებით და ბრძოლა გრძელდება.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ, პატარა დასახლებებით მიაღწიონ სევერსკამდე და გზა გახსნან ბახმუტზე:

„ამიტომ ანადგურებენ ყველაფერს, რასაც ხედავენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S