Accentnews.ge
141 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

141 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

14/07/2022 07:22:46 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 37 800–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 14 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 37 870 (+300 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1 667 (+18),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 852 (+20),
  • საარტილერიო სისტემები - 840 (+1),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 247,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 109,
  • თვითმფრინავი - 219 (+2),
  • ვერტმფრენები - 188,
  • გემები / ნავები - 15,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 720 (+16),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -681 (+3),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 67,
  • საკრუიზო რაკეტა – 155.

გენშტაბის ცნობით, მტერმა მეტწილად ზარალი კრამატორსკის მიმართულებით განიცადა.

ბრიტანული დაზვერვის უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები დონბასში აგრძელებენ დაბომბვას ფართო ფრონტის გასწვრივ და მიმართავენ საცდელ შეტევით მანევრებს მცირე ჯგუფებისა და ოცეულის დონეზე, მაგრამ ბოლო 72 საათის განმავლობაში არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლისთვის და რისკის ქვეშ არიან, დაკარგონ იმპულსი, რაც მათ ჰქონდათ ლისიჩანსკის აღების შემდეგ.

„რუსული ძალების მიერ გამოყენებული მოძველებული ტექნიკა, იარაღი და საბჭოთა ტაქტიკა არ აძლევს მათ ძაქლების აღდგენის ან იმპულსის შეძენის საშუალებას, თუ ისინი მასებით ზსეწოლას არ ახორციელებენ, რასაც რუსეთი ამჟამად ვერ გამოიყენებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ბოლო მოლაპარაკებებისა და ტყვეთა გაცვლის ბოლოდროინდელი წარმატებული განახლების მიუხედავად, ომის დასრულებისთვის ფართო მოლაპარაკებების პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S