უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირი, აშშ და კიდევ 43 ქვეყანა აღნიშნავს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, საქართველო არ ფიგურირებს

14-07-2022 11:14:49 მსოფლიო

უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირი, აშშ და კიდევ 43 ქვეყანა აღნიშნავს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხი უნდა აგოს, საქართველო არ ფიგურირებს.

ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები მხარს უჭერენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ უკრაინის სარჩელს და აღნიშნავენ, რომ რუსეთი არღვევს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"მიგვაჩნია, რომ ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ გენოციდის შესახებ კონვენცია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეწერა ხელი, მოიცავს დაპირებას, შეაჩეროს გენოციდი და დააკისროს პასუხისმგებლობა მის ჩამდენს.

განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი , მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ევროკავშირი:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები