Accentnews.ge
მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა

14/07/2022 10:29:50 სამართალი

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორმა კახა ბაკაშვილმა 6-თვიანი პირობითი მსჯავრის და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადის სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა.

ბაკაშვილის ადვოკატი ლაშა სტურუა განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის შემდეგაც სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება 2022 წლის 26 იანვარს წარუდგინა.

23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება“, – აცხადებს უწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S