
გოტმიოლერი – საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ველოდები ამ დღეს"
04/10/2019 12:39:07 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ნატო–ს გენმდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, "ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს".
მან საკუთარ სიტყვაში ნატო–საქართველოს ურთიერთობას, საქართველოს ჩართულობას ნატო–ს სამშვიდობო მისიაში გაუსვა ხაზი. ნატო–ს გენმდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს მხარდაჭერის არსებითი პაკეტი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
"ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს“, - განაცხადა გოტმიოლერმა.