
ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში გამოფენის „ბათუმი ინდუსტრიის ქალაქი“ გახსნას აჭარის განათლების მინისტრი დაესწრო
14/07/2022 14:02:26 რეგიონები, რეკლამა
დღეს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, სამრეწველო გამოფენის - „ბათუმი ინდუსტრიის ქალაქი“ გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის სამრეწველო საწარმოების- მანქანათმშენებელი, გემთმშენებელი, თევზსაჭერი, ნავთობგადამამუშავებელი, მექანიკური და ბათუმის ნავსადგურის ფოტოები, აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ბაჩო გურაბანიძის სატელევიზიო გადაცემათა ციკლიდან „სახლი ბათუმში".