Accentnews.ge
ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

14/07/2022 16:19:40 სამართალი

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბექა ლატარიას მკვლელობის ნაწილში მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის - პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა ბექა ლატარიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, რასაც დარბაზში მყოფების ხმაურიც მოჰყვა.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეში ბათუმის ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის საკითხს, პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S