
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
14/07/2022 18:27:15 ევროპა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგება.
მიზეზი კოალიციის დაშლაა, რაც პოპულისტური პარტიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” დატოვებამ გამოიწვია.
დრაგი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტია, იტალიის მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
„დღეს საღამოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომას შესახებ განცხადებას გადავცემ “, - აღნიშნა დრაგიმ.
განახლება
იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომა არ მიიღო.