Accentnews.ge
ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმი" შემოდგომაზე გაიმართება

ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმი" შემოდგომაზე გაიმართება

14/07/2022 19:17:23 ევროპა

დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ე.წ რეფერენდუმი შემოდგომაზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს.

"რეფერენდუმი შემოდგომის დასაწყისში ჩატარდება. მოსალოდნელი თარიღები სექტემბრის პირველი ნახევარია. საბოლოოდ გამოვაცხადებთ, როცა გავიგებთ ჩვენი მზადყოფნისა და ხალხის ჩართულობის დონეს". - აცხადებს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი.

მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობა რეფერენდუმის უმოკლეს ვადაში ჩატარებას ითხოვს.

"ყველა შეხვედრაზე ხალხი ამბობს, როდის ჩატარდება რეფერენდუმი, რატომ აჭიანურებთ, ჩვენ გვინდა სწრაფად გავხდეთ რუსეთი".- ამბობს ვლადიმირ როგოვი.

როგოვის განმარტებით, რეგიონის რუსეთთან შეერთება უსაფრთხოების მომტანი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S