
ხერსონში მეორე ბუჩა დაგხვდება – ბუტრი
14/07/2022 19:21:50 ევროპა
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ბუტრის განცხადებით, როცა უკრაინელი სამხედროები ხერსონის ტერიტორიაზე შევლენ, მათ ადგილზე ბუჩა2 დახვდებათ.
როგორც ბუტრიმ აღნიშნა, ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ქალაქიდან გასასვლელის ბლოკირებას აგრძელებენ.
"ყველამ ვნახეთ ბუჩა, ირპინი. დამიჯერეთ, არაადამიანები არიან! როცა ჩვენ შევალთ ხერსონის ტერიტორიაზე, მგონია, რომ იქ მეორე ბუჩას ვნახავთ! ისინი ჩადიან საშინელ დანაშაულს. თუ ისინი ცეცხლს უხსნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, კოლონებს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში, გაურკვეველი მიმართულებით იტაცებენ, მერე კი ამ ადამიანებს მოკლულების ვპოულობთ და წამების კვალი აღენიშნებათ", - თქვა ადმინისტრაციის უფროსმა.
მანვე აღნიშნა, რომ რეგიონში პარტიზანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
რუსეთს კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი დატოვეს, ბუჩაში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხები, ხელებშეკრული, დახოცილი ადამიანების ხედრები.