Accentnews.ge
ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან 44 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან 44 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

14/07/2022 20:19:40 ევროპა

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ბუტრის განცხადებით, რეგიონში უკრაინელმა დამცველებმა 44 დასახლება გაათავისუფლეს.

„არის ტერიტორიები, დასახლებები, რომლებიც გათავისუფლებულია. მე მხოლოდ გენშტაბთან შეთანხმებულ ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობი და ეს არის 44 დასახლება“,– განაცხადა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსიმა.

მისი თქმით, საუბარია ველიკო ალექსანდროვსკის ტერიტორიულ თემზე, კოჩუბეევსკაიას, ნოვოვორონცოვკას დასახლებებზე.

ამასთან, მან დასძინა, რომ რეგიონში ვითარება ძალიან დაძაბულია.

ის შიშობს, რომ როცა უკრაინელი სამხედროები ხერსონის ტერიტორიაზე შევლენ, მათ ადგილზე ბუჩა2 დახვდებათ:

"ყველამ ვნახეთ ბუჩა, ირპინი. დამიჯერეთ, არაადამიანები არიან! როცა ჩვენ შევალთ ხერსონის ტერიტორიაზე, მგონია, რომ იქ მეორე ბუჩას ვნახავთ! ისინი ჩადიან საშინელ დანაშაულს. თუ ისინი ცეცხლს უხსნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, კოლონებს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში, გაურკვეველი მიმართულებით იტაცებენ, მერე კი ამ ადამიანებს მოკლულების ვპოულობთ და წამების კვალი აღენიშნებათ".

მანვე აღნიშნა, რომ რეგიონში პარტიზანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S