Accentnews.ge
ბელარუსი დეფოლტს განიცდის

ბელარუსი დეფოლტს განიცდის

15/07/2022 12:18:21 ევროპა

ბელარუსმა საგარეო ვალის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა,– იუწყება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s.

როგორც სააგენტო განმარტავს, 13 ივლისს ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქვეყანას ბელარუსი-27-ის ევროობლიგაციებზე 22,9 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ ეს გადახდა ეროვნულ ვალუტაში განახორციელა, რის გამოც ობლიგაციების მფლობელებმა გადახდები ვერ მიიღეს.

ივნისის ბოლოს ბელარუსის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ევროობლიგაციების ვალს ბელარუსულ რუბლში, ბელარუსბანკის ანგარიშზე გადახდის.

22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის საგარეო ვალის რუბლით გადახდის ახალი დროებითი პროცედურის დაწესების შესახებ. 27 ივნისს Moody’s-მა გამოაცხადა რუსეთის დეფოლტი ევროობლიგაციებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S