
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სოსო გოგაშვილი დააკავეს
15/07/2022 22:51:43 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დაკავებულია.
ინფორმაცია და დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
ამ ეტაპზე, დაკავების თაობაზე ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
გოგაშვილი წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.