
"გოგაშვილის დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დავიწყეთ"
18/07/2022 11:16:09 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კაციტაძემ განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის მიმართ განხორციელებულ ოპერაციაში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მისი თქმით, გამოძიება გუშინ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. დავიწყეთ გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებეთან დაკაშირებით”, – განაცხადა კაციტაძემ.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.