Accentnews.ge
რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად ამერიკელი მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოს კვლავ ეწვია

რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად ამერიკელი მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოს კვლავ ეწვია

18/07/2022 12:01:04 პოლიტიკა, სამართალი

რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოს კვლავ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მოსამართლე სტადერდ! სასამართლოს რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით მერვედ ჩამოვიდა.

ამერიკელმა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) სამუშაო შეხვედრებში, რათა ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეების, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. მოსამართლე სტადერდი ეწვია ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებსაც, სადაც შეხვდა მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს და დააკვირდა ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S