Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მიწოდება გავაორმაგოთ"

ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მიწოდება გავაორმაგოთ"

18/07/2022 16:27:50 კავკასია, ევროპა

დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაორმაგებას 2027 წლამდე.

"ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში" - წერს ბაქოში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერზე" და დასძენს, "აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდებების უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალობის [სფეროებში]".

მისი თქმით, ევროკავშირი მიმართავს ენერგიის უფრო სანდო მიმწოდებლებს.

ევროკომისიის პრეზიდენტს ბაქოში თან ახლავს ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონი. ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან კასპიის გაზის ევროპაში ჩატანის საკითხზე, რუსეთის გვერდის ავლით.

"იმ ფონზე, როცა რუსეთი თავის ენერგორესურსებს მუდმივად იყენებს იარაღად, ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში მიემგზავრებიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების მიზნით" - წერია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ვიზიტამდე გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S