Accentnews.ge
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოთხ მოქალაქეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება მისცა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოთხ მოქალაქეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება მისცა

18/07/2022 18:37:18 ევროპა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ ქვეყნის ოთხ მოქალაქეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება მისცა,– იუწყება dpa სლოვაკეთის პრეზიდენტის სპიკერ მარტინ სტრიჟინეცზე დაყრდნობით.

„ამ ოთხ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეასრულა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციები “, - განაცხადა სტრიჟინეცმა.

ზოგადად, სლოვაკეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, იმსახურონ უცხოურ ჯარში. თუმცა, გამონაკლისი შეიძლება, დაიშვას ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, შესაბამის ადმინისტრაციულ ნაბიჯებს შეიძლება, რამდენიმე კვირა ან თვეც დასჭირდეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ კიდევ ექვს განმცხადებელს უარი ეთქვა ნებართვაზე.

სლოვაკეთი უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სლოვაკეთმა სხვა იარაღთან ერთად კიევს გადასცა საზენიტო სარაკეტო სისტემა და ემზადება MiG-29–ების გადასაცემად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S