
„ყველაფერზე წავლენ, მხოლოდ წოდება აინტერესებთ!“ – რატომ გარბიან სამხედროები რუსული ჯარიდან
18/07/2022 20:09:06 მსოფლიო
რუსული არმიის მე-11 საჰაერო სადესანტო ბრიგადის მინიმუმ ათმა ჯარისკაცმა, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ბრძოლაზე და ცდილობენ სამსახურის დატოვებას, "Настоящее Время"–ს უამბო, რომ ხელმძღვანელობა მათზე ზეწოლას ახორციელებს: გამოკეტეს ავტოფარეხში, უარი უთხრეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობების განხილვაზე და ემუქრებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნით ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო.
სამხედროების თქმით, მე–11 სადესანტო ბრიგადის 78 ამხედრო მზად იყო სამსახურის და უკრანის დასატოვებლად, მაგრამ სარდლობის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, მათგან დაახლოებით 50-მა გადაიფიქრა წასვლა. დანარჩენებს ჯერ კიდევ სურთ არმიის დატოვება.
"Настоящее Время" აღნიშნავს, რომ კრასნოდარის 205-ე მოტორიზებული ბრიგადის ბევრ სამხედროს არ სურდა უკრაინაში ბრძოლა: გაზაფხულზე ამ ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლის ბრძოლებში და დაწინაურდნენ ნიკოლაევზე, ზოგი „აზოვსტალის“ ფონზეც პოზირებდა. გასულ კვირას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე „სირცხვილის დაფა“ განთავსდა: ეს 300-ზე მეტი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სიაა (ფოტოებით), რომლებმაც უარი თქვეს ომში მონაწილეობაზე. "Настоящее Время" -ს ჟურნალისტებმა ამ სიიდან რამდენიმე პირის იდენტიფიცირება მოახერხეს და ანონიმურობის დაცვის პირობით მათთან საუბარიც შეძლეს. მრდიასაშუალება აღნიშნავს, რომ ბევრმა არ ისურვა ვინაობის გამხელა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამსახური უკვე დატოვეს ან გაათავისუფლეს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი მესმის, კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მზად უნდა ვიყო ნებისმიერი სიტუაციისთვის, იგივე ომისთვის, სპეცოპერაციისთვის... მაგრამ ვფიქრობდი: „ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, თავში ტყვია მომხვდეს“, - ამბობს 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მებრძოლი, სახელად სერგეი (სახელი შეცვლილია). მან ჯარი ომამდე დატოვა, როცა მიხვდა, რომ რუსეთი აუცილებლად შეიჭრებოდა უკრაინაში და ამბობს, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
„დიდი ხანი ვფიქრობდი, ავწონ-დავწონე გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგი და მივხვდი, რომ უარი უნდა მეთქვა ჯარზე. მოვაწესრიგე ჩემი ცხოვრება და საერთოდ არ ვნანობ!”– ხაზს უსვამს სერგეი და დასძენს ”ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს მოკვლა და ვერც შევძლებდი. უბრალოდ წარმოვიდგინე სიტუაცია, როდესაც მომიწევდა ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა და ვიაზრებ, რომ მე ეს არ შემიძლია. ადამიანებს ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. მეორეც, საკუთარი სიცოცხლის გამოც ვშიშობდი და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იცით, ძალიან რთულია, ამ ფიქრებით დაძინება და გაღვიძება. მორალურად რთულია. გარდა ამისა, მყავს ნათესავები, ახლობლები“.
ანტონ გუბანოვი (სახელი შეცვლილა) 205-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის კიდევ ერთი ყოფილი ჯარისკაცია. სერგეისგან განსხვავებით მან უკრაინაში იბრძოლა, თუმცა ომის დაწყებიდან მალევე მანაც დატოვა ჯარი. გადაწყვეტილების მოტივის შესახებ კითხვას მოკლედ პასუხობს: „ცხოვრება მინდოდა“:
"საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებული, რა იქნებოდა. გვითხრეს, რომ წვრთნებზე მივდიოდით. არ გვქონდა ნორმალური აღჭურვილობა, საკვები წყალი".
კითხვაზე, სად იღებდნენ საკვებს, ანტონი გულწრფელად პასუხობს: "როგორღაც თავად ვახერხებდით“.
მურად გაჯიევი (სახელი შეცვლილია) იგივე ბრიგადის კიდევ ერთი ყოფილი მებრძოლია. ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„გამათავისუფლეს. დაბომბვისას „კამაზის“ სატვირთო მანქანით გადავტრიალდით, დავიჭრი და სახლში ვმკურნალობდი. სიმართლე გითხრათ, ჩემი ბრალია, რომ გამათავისუფლეს. დაე რაც უნდათ, ის იფიქრონ“.
ევგენი ჟუჩევი (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა, რადგან მეუღლეს რთული ორსულობა ჰქონდა და 205-ე ბრიგადის ხელმძღვანელობამ კი პირადი მიზეზების გამო სამხედრო შესვენება არ მისცა, „არ გვაღელვებს შენი პრობლემებიო“. ახლა მისი ფოტოც "სირცხვილის დაფაზე" კიდია.
205-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მებრძოლები ამბობენ, რომ ჯარი უპრობლემოდ დატოვეს, მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ზეწოლა არ მოუხდენიათ, მაგრამ ეს ომის პირველ თვეებში ხდებოდა. ახლა კი რუსეთის არმიას რეზერვის დეფიციტი აქვს და მიდგომაც შეიცვალა.
„ეს ხალხი ყველაფრისთვის მზადაა, ჯარისკაცის სიცოცხლე არ აინტერესებთ, აინტერესებთ მხოლოდ თანამდებობა და წოდება. ამბობენ: „მირჩევნია ფრონტის ხაზზე დაგმარხოთ ყველანი, ვიდრე თანამდებობიდან გადავდგე “, - უთხრა "Настоящее Время"–ს მე-11 საჰაერო სადესანტო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს სახლში დაბრუნებას: „მათ არ აინტერესებთ. შენ მათთვის ჯარისკაცი ხარ, არავინ. მათ უბრალოდ სჭირდებათ. თანამდებობა და წოდება შეინარჩუნონ“.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რუსულ ჯარში ბრძოლაზე უარის თქმამ უკევ მასობრივი სახე მიიღო. მათ რაოდენობა უკვე ათასობითა, შესაძლოა, ათიათასობითაც კი. სამხედროები მასობრივად სწერენ ხელმძღვანელებს ანგარიშებს თავიანთი ანტისაომარი გაწყობის შესახებ და ითხოვენ ჯარიდან გათავისუფლებას, თუმცა ხელმძღვანელობა მსგავს ცნობებზე რეაგირებას არ ჩქარობს – ამბობს უფლებადამცველი სერგეი კრივენკო:
"თუ ჯარისკაცი მოქმედებს ასეთი პროცედურის მიხედვით, მაშინ მის წინააღმდეგ არ შეუძლიათ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. კაცი დანაყოფშია, არსად არ გარბის, ეს ნიშნავს, რომ მასზე არ ვრცელდება დეზერტირების და განყოფილების უნებართვო დატოვების მუხლები. ის უარს არ ამბობს ბრძანებების შესრულებაზე, შესაბამისად, აღნიშნულ მუხლსაც ვერ გამოიყენებენ. ის უბრალოდ ამბობს, რომ ანტისაომარი განწყობა აქვს და პროფესიულად არ გამოდგება ომისთვის“.