Accentnews.ge
გვარამია ჩხიკვაძის განცხადებაზე: "როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა"

გვარამია ჩხიკვაძის განცხადებაზე: "როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა"

19/07/2022 10:04:39 სამართალი

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია მისი საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "თავდასხმები მოსამართლის მხრიდან საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე ამ დრომდე არ გაუგია".

"მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე", – განაცხადა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

ამასთან, მან დაგმო "ბულინგი", რომელსაც, მოსამართლე ჩხიკვაძის თქმით, მისი მეუღლის და შვილების მიმართ აქვს ადგილი:

„მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება "ბულინგი" მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, არ არსებობს თეორიული მიზეზიც კი მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედებისა. გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ან ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მოვითხოვ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეწყდეს. კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე, მაგრამ მე არ მინდა, მას ვგავდე და კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას. მინდა, მივესალმო ჩემი დიდი ოჯახის „მთავარი არხის“ წევრებს, მინდა გავამხნეო და ვუთხრა, რომ რეკორდული საოცრება, რომელიც ამ არხმა ჩემი მონაწილეობით შეძლო, ნამდვილად მოხსნილია. ის, რაც ამ 2 თვის განმავლობაში მოხდა, არხის შენარჩუნება ამ ვითარებაში გაცილებით დიდი მიღწევაა, რაც თავის დროზე შევძელით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S