
"აქ ვზივარ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსექტივისთვის ვიბრძვი"
19/07/2022 11:27:40 სამართალი
ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი საპატიმროდან არ უნდა გამოვიდეს თუ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება.
„მე თუ იმიტომ, უნდა გამოვიდე, რომ ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დაზიანდეს დიდი ბოდიში მაგრამ, ეს ასე არ უნდა მოხდეს. მე ვზივარ აქ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ვიბრძვი ნებისმიერი ჩემი ხვედრით თუ ეს შევასუსტე, მე ამისთვის არ ვიბრძვი, პირობითად ნიკა გვარამიასთვის მე არ ვიბრძვი და მისი თავისუფლებისთვის, მე ვიბრძვი ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის, ამიტომ ესეც უნდა შევწყვიტოთ. ეს იყო არასწორი რაც მოხდა წინა ჯერზე შარლ მიშელის ხელშეკრულებას ვგულსხმობ და ეს იქნება არასოწრი ახლა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მედიაკოალიციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.