Accentnews.ge
"მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა"

"მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა"

20/07/2022 03:42:37 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა. ამის შესახებ მან "აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საბჭოს" სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"დღევანდელ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების გარდა, განვიხილეთ ფართო რეგიონული საკითხები და სამეზობლო ურთიერთობები, კერძოდ, – სომხეთთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილურ და აყვავებულ სივრცედ მისი ყველა მცხოვრებლისთვის. ამ კონტექსტში მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც გაიმართა გასულ შაბათს თბილისში და მადლობას ვუხდი [აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს] იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მან ამ შეხვედრის შესახებ მოგვაწოდა. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და აქტიურად მუშაობს, რათა დაეხმაროს მხარეებს უთანხმოების დაძლევასა და გადაწყვეტილების პოვნაში", – განაცხადა ბორელმა.

ამავე თემაზე: „კრემლი უკმაყოფილოა“: ისტორიული შეხვედრა მოსკოვის გვერდის ავლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S