
რეზნიკოვი – "რამშტაინ 4"-ის შედეგებზე: „ახალი ვალდებულებებია ხმელეთზე, ზღვაზე და ცაზე“
20/07/2022 20:14:58 ევროპა
უკრაინის მოკავშირეების რიგით მეოთხე შეხვედრის დროს, რომელიც რამშტაინის ფორმატითაა ცნობილი, უკრაინის პარტნიორები შეთანხმდნენ ახალ ვალდებულებებზე იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდებისა და უკრაინელი მებრძოლების გაწვრთნის კუთით,– იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.
„კოლეგებთან შეთანხმებით ჩვენ ვინარჩუნებთ ინტრიგას არსებული და ახალი დახმარების პაკეტების ლომის წილთან დაკავშირებით, მათ შორის იარაღის, საბრძოლო მასალის, ჩვენი ჯარისკაცების წვრთნისა და ა.შ. პირველ რიგში მათ მტერი შეიგრძნობს ბრძოლის ველზე. შეხვედრის დადებითი სიგნალი პარტნიორების ახალი ვალდებულებებია, რომელიც ეხება ხმელეთს, ზღვას და ცას“,– ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილეებთან ერთად აცნობა პარტნიორებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და გააცნო მათ უკრაინის თავდაცვის ძალების ამჟამინდელი საჭიროებები და სთხოვა ყურადღების მიქცევა „უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციფიური მისიების შესრულების შესაძლებლობის გაზრდის მცდელობებზე“. მან ასევე დააყენა თემა უცხოური აღჭურვილობის მოვლა-პატრონობისადა და შეკეთების სამუშაოების სისტემატიზაციის, ასევე საერთაშორისო სამხედრო დახმარების აღრიცხვისა და გამოყენების გამჭვირვალობის შესახებ.
მინისტრის თქმით, პარტნიორებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ომით „დაღლილობას“ არ განიცდიან და მზად არიან, ქვეყანას გამარჯვებამდე დაუჭირონ მხარი.
ამასთან, პარტნიორებისგან გამოთქვა მზადყოფნა უკრაინელი მებრძოლების მომზადების, რაც მათ მაღალი ხარისხის რეზერვის შექმნის საშუალებას მისცემს.