"კასიანოვმა გაიმეორა უკრაინის ხელისუფლების სურვილი, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი"
21/07/2022 17:29:51 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი.
"არის პირდაპირი სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა სამწუხაროდ, კასიანოვმა. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ყველაფერი და რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მარტივად არის აქ საქმე", – აცხადებს კობახიძე.
მანამდე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულამ ანრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოსგან უფრო ეფექტური დახმარების გაწევას მოელოდა.


